سԹ

გვანცა წულაია

ლ᳥ქტǃები გვანცა წულაია

გვანცა წულაია

gvantsa.tsulaia@gau.edu.ge

პროფესორი, კომპიუტინგის დოქტორი

გვანცა წულაიამ 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით. სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა კონკურსებში თუ კონფერენციებში აქტიური მონაწილეობით, რის შედეგადაც მიღებული აქვს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები, სიგელები და ჯილდოები.

 2011 წელს წარჩინებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „დაზუსტების ფაზი-ტექნოლოგიები ევრისტიკულ გადაწყვეტილებათა მიღების სისტემებში“ და მიენიჭა ინფორმაციული სისტემების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 2011 წლიდან გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა ტრენინგები და კურსები, მათ შორის საუნივერსიტეტო სწავლების თანამედროვე პრინციპების შესახებ.

2013 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე – „კომპიუტერული მეცნიერება“. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2013–2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში და მოიპოვა წარმატება. იგი მოხვდა წარმატებული დოქტორანტების ათეულში, ხოლო კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით გახლდათ ერთადერთი გამარჯვებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა თსუ–ს მედლით.

სამეცნიერო ინტერესთა სფეროს წარმოადგენს: ფაზი - მრავალატრიბუტული და მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების მეთოდები;  აგრეგირების OWA-ს ტიპის ოპერატორები; პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები, მიღებული აქვს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ასევე  აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.

2006 წლიდან დასაქმებულია პროგრამისტად. გააჩნია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.

2018 წელს კომპანია MICROSOFT-ის სასერთიფიკატო გამოცდებზე მოიპოვა წარმატება და გახლავთ სერთიფიცირებული სპეციალისტი.

2019 წელს მონაწილეობა მიიღო GIZ-ის  მხარდაჭერით და  გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით ორგანიზებულ ტრენერთა გადამზადების პროგრამაში - „Training of Trainers in Programming Language Python“ და მიენიჭა სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსი. გადამზადების კურსი გულისხმობდა როგორც დარგობრივი თემატიკის განხილვას, ასევე პედაგოგიკა-დიდაქტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

2021 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე „გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორები და სქემები ფაზი განუზღვრელ გარემოში“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს 2021 წლის 2 ივნისის N4 გადაწყვეტილებით გვანცა წულაიას მიენიჭა კომპიუტინგის დოქტორის აკადემიური ხარისხი.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა