سԹ

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

საუნივერსიტეტო ცხოვრება სტუდენტ᳥ბისთვის ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. ისინი ჩვენს აუდიტორიებში ეუფლებიან მომავალ პროფესიებს და სპეციალიზაციის კვალდაკვალ სწორედ აქ, ამ დროს ფორმირდება მათი ბიოგრაფიის სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, ემოციური და მორალური წახნაგები. ცხადია, ჩვენთვის თითოეული ეს ასპექტი გამოწვევაა, რამდენადაც ჩვენი უმთავრესი მიზანი კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბის რეალიზება და განვითარებაა. ამდენად, დატვირთული აკადემიური კალენდრის პარალელურად, سԹ-ში ადმინისტრაციისა და სტუდენტების ორგანიზებით, ბევრი სახალისო, სპორტული, ინტელექტუალური და სოციალური ღონისძიება იმართება. سԹ დიდი ყურადღებით ეკიდება სტუდენტებისგან წამოსულ ინიციატივას. სწორედ ახალგაზრდების სურვილითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით იწყება ხოლმე იდეების გარშემო გაერთიანება და სხვადასხვა პროექტის განხორციელება, შემოქმედებითი თუ სპორტული გუნდების ჩამოყალიბება: , , سԹ-ს სპორტული გუნდები. ასე იქმნება მოხალისეობრივი გაერთიანებები, როგორიცაა . იგეგმება ექსკურსიები, შემოქმედებითი თუ სახალისო კონკურსები. გთავაზობთ ამ გამოცდილებათა მცირე კოლაჟს, რომელიც سԹ-ს სტუდენტურ ცხოვრებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით.

ღონისძი᳥ბ᳥ბი

سԹ-ში სხვადასხვა საინტერესო და ზოგჯერ სპონტანურად დაგეგმილ ერთად არსებობს დღეები, რომელთა აღნიშვნაც წლებთან ერთად ტრადიციად ჩამოყალიბდა. რეგისტრაციის დღე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყველასგან გამორჩეული და სახალისოა. سԹ-ს მორთული ეზო, Ҵბ᳥ნდის კონცერტი, თბილი დახვედრა, سԹ-ს პრეზიდენტის მისალმება და სიმბოლური საჩუქრები უნივერსიტეტის გაცნობისა და რეგისტრაციის ოფიციალურ პროცედურას პირველკურსელებისთვის პირველ სასიამოვნო შთაბეჭდილებად აქცევს. ამ პოზიტიური ემოციის გაძლიერებას ემსახურება سԹ Welcome Party, რომელიც ყველა კურსის სტუდენტს განსაკუთრებულ წვეულებაზე აერთიანებს. ახალ წელს سԹელები მუდამ ერთად ხვდებიან. დეკემბრის ბოლოს წლის შემაჯამებელი საღამო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მხიარული და სიურპრიზებით სავსე ღონისძიებაა.

سԹზიარე სიყვარული - ამ სლოგანით სტუდენტები ვალენტინობას აღნიშნავენ. პოეზიის საღამოები და საინტერესო სპიკერებთან ინტერაქციული შეხვედრები თემატური თამაშებით, საჩუქრებით, Ҵბ᳥ნდის რომანტიკული მუსიკითა და საზეიმო მიღებით სრულდება.

შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული - მადლიერების დღე - سԹ-ში საგანგებოდ აღინიშნება. მადლიერების თემატიკით გაერთიანებულ აქტივობებში, როგორც წესი, სიამოვნებით ერთვებიან აშშ-ის ელჩი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ინდაურის შეწყალების თეატრალიზებული პერფორმანსი მადლიერების დღის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნაწილია.

سԹ-ში განსაკუთრებულად ემზადებიან ქართულ-ამერიკული მეგობრობის - დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების - დღის აღსანიშნავად. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ორი ქვეყნის ჰიმნებს Ҵბ᳥ნდის წევრები ასრულებენ, თუმცა 2017 წელს ამერიკის ეროვნული ჰიმნი سԹ-ში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის მეუღლემ, ფრანჩესკა კელიმ შეასრულა. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-ამერიკის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს - განათლების - მნიშვნელობას.

კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეა, რომელსაც სიხარულთან ერთად გამომშვიდობების სევდა ახლავს.

სპორტი سԹ-ში

სპორტი سԹ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. سԹ-ს სტუდენტური ელჩების ინიციატივით დაფუძნდა შიდა სტუდენტური ოლიმპიადა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ჭადრაკი და სხვა). გარდა შიდა აქტივობებისა, ამ ფორმატის მიზანია გამოვლინდეს سԹ-ს ჩემპიონი სპორტის შესაბამის სახეობაში და შემდგომში, سԹ-ს სახელით, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტთაშორის ტურნირებში. მწვრთნელებთან ერთად ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდებმა უკვე არაერთი გადამწყვეტი თამაში მოიგეს და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. سԹელებს შორის რალის მოყვარული და პროფესიონალი მრბოლელებიც არიან. سԹ სპორტული აქტივობების წახალისებით ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ سԹ-ში უკვე ტრადიციაა. პარტნიორი კომპანიები გამარჯვებულთათვის სოლიდურ პრიზებს აწესებენ და თამაშიც პროფესიონალ წამყვანს მიჰყავს. ჯანსაღი კონკურენცია და აზარტი, სტუდენტების მაღალი ჩართულობა და ინტელექტის განვითარება ამ თამაშის მთავარი ხიბლია.

საჯარო ლექციები

سԹღე კარი გამოწვევებს - ასე ჰქვია , რომელიც ყოველთვიურად საინტერესო თემასა და მომხსენებელს მასპინძლობს. მოწვეული სტუმრები سԹელების ინტერესების მიხედვით შერჩეული სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და აზრის ლიდერები არიან, რომლებიც სტუდენტებს მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მწერლები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები და ტრენერები ინტერაქციულ შეხვედრებს აქტუალურ და ახალგაზრდებისთვის სასარგებლო თემებზე მართავენ. سԹ-ს საჯარო ლექციებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.


სოციალური პასუხისმგებლობა

سԹ მუდმივად ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს, დისკუსიებს მართავს მწვავე საკითხებზე და აქტიურად ერთვება პრობლემების აღმოფხვრის პროცესში იურიდიული, მატერიალურ-ტექნიკური გზით თუ სტუდენტების მოხალისეობრივი მონაწილეობით. ეს ყველაფერი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერასთან ერთად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება („سԹფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე სვლა“; „ჩვენი გმირები - კალენდარი 2018“; „კათარზისი“; „سԹხალისეთ ერთმანეთს ახალი წელი“; „سԹფრთხილდი ბუნებას, ცხოველებს, ადამიანებს!“; ...).


თიმ ბილდინგი ქალაქგარეთ

თიმ ბილდინგი ქალაქგარეთ - ეს ტრადიცია سԹ-ში 2016 წლიდან დამკვიდრდა. ორდღიანი გასვლითი ღონისძი᳥ბ᳥ბი მეორე კურსის სტუდენტ᳥ბისთვის ეწყობა. არაფორმალურ გარემოში გამართული ტრენინგების, სახალისო პროექტებზე მუშაობის, საზეიმო ვახშამისა და გასართობი პროგრამის შემდეგ სტუდენტები سԹ-ში, როგორც წესი, სასარგებლო ინფორმაციით და გუნდური სულისკვეთებით გაერთიანებულები ბრუნდებიან.




ექსკურსიები

ექსკურსიები سԹ-ში სისტემატურად იმართება. سԹ-ს სტუდენტური ელჩების ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით საექსკურსიო კალენდარი სწავლის დაწყებასთან ერთად იგეგმება. ეს აქტივობები სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა მხარის შემეცნებასთან ერთად ერთმანეთის გაცნობასა და დამეგობრებაში ეხმარებათ. ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია კი ზაფხულში ჯომარდობის ტურს უკავშირდება, რომელიც საჩუქრად ახალი წლის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა