سԹ

კონსტანტინე კულიჯანოვი

ლ᳥ქტǃები კონსტანტინე კულიჯანოვი

კონსტანტინე კულიჯანოვი

k.kulijanovi@gau.edu.ge

პრǃესǃი

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ESM-ის ბიზნესის სკოლა და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

1997-2006 წწ. მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში სხვადასხა პოზიციებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2006-2008 წწ. მუშაობდა ფონდ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2008-2015 წლებში მუშაობდა ბანკ კონსტანტაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად. 2015 წელს მუშაობდა თიბისი ბანკში ინფორმაციის დირექტორს მოადგილის პოზიციაზე.

2015-2016 წლებში კონსტანტინე კულიჯანოვი იყო კომპანია Georgian Card-ის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სამსახურის უფროსი. მუშაობს მიგრაციის მართვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

აქვს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. ზემოდაღნიშნულ კომპანიებში მისი ხელმძღვანელობით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებით შესრულდა არაერთი პროექტი, შეიქმნა და დაინერგა სხვადასხვა ტიპის პროგრამული სისტემა, მოხდა არსებული პროგრამული და ტექნოლოგიური სისტემების განახლება და მრავალი ინოვაციური საბანკო პროდუქტის შემოღება.

კონსტანტინე კულიჯანოვი ასევე წარმატებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურული სისტემების მართვას, პერმანენტულად მუშაობდა სისტემების ოპტიმიზაციასა და რესურსების ეფექტურ მართვა-გადანაწილებაზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა