ლაშა პერტახია
ლაშა პერტახიამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (سԹ) ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსების (QUANT) განხრით დაამთავრა. سԹ-ს პარალელურად სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით. سԹ-ს დასრულების შემდეგ პროფესიული კარიერა დაიწყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ფინანსურ განყოფილებაში. შემდეგ, საქმიანობა IT კომპანიაში „Direct Solutions“ ERP Developer-ის პოზიციაზე განაგრძო, რასაც საქართველოს ბანკში ანალიტიკოსის პოზიცია მოჰყვა.
2017 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად, ლაშა პერტახია MaxinAI-ში მანქანური სწავლების ინჟინერის პოზიციას იკავებს. 2019 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.