سԹ

ნინო ბოგვერაძე

ლ᳥ქტǃები ნინო ბოგვერაძე

ნინო ბოგვერაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრǃესǃი, კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს პარტნიორი, ადვოკატია. საადვოკატო საქმიანობას კორძაძის საადვოკატო ბიუროში ეწევა 2002 წლიდან. პარალელურ რეჟიმში ორი წლის განმავლობაში (2006-2008 წლებში) იგი იყო ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2018 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტია. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, ააიპ მარო მაყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე და გამგეობის წევრი.

2001 წელს ნინო ბოგვერაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი); 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით (Postgraduate Diploma in Laws), 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (განგრძობადი განათლების ფარგლებში ბიოსამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი წერა), 2018 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე სუროგაცია/დონაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე და მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი, იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში (ჩრდილოეთ კაროლინა) უცხოური გაცვლითი სასწავლო პროგრამის მონაწილე (აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული აკადემიური სტიპენდია), მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ სხვადასხვა პროგრამებსა და ტრენინგებში, მათ შორის, ტრენინგში ადამიანის უფლებებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი), ევროსაბჭოში თემაზე „ევროპაში სამედიცინო დამხმარებით რეპროდუქციასთან წვდომა და ნაირსახეობა“; 2019 წელს გახდა ფულბრაიტის სამეცნიერო პროგრამის გამარჯვებული და  პროგრამის ფარგლებში აშშ-ში ფორდამის უნივერსიტეტში განახორციელა გამეტების სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებზე კვლ᳥ვა; იყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU4.Justice) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული „იურიდიული კლინიკების როლი და მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებლებში“ პროექტის ექსპერტი, არის ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამოცემული „არბიტრაჟის განმარტებითი ლექსიკონი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი.

ნინო ბოგვერაძე არის რამდენიმე სტატიისა და მონოგრაფიის „სუროგაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“ ავტორი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა