سԹ

ოთარ ჩაკვეტაძე

ლ᳥ქტǃები ოთარ ჩაკვეტაძე

ოთარ ჩაკვეტაძე

otarchakvetadze@gau.edu.ge

პრǃესǃი

ოთარ ჩაკვეტაძემ 1958 წელს   წარჩინებით  დაამთავრა საქართველოს  პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით

1960-1964 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში და მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის საკვლევი სამეცნიერო ინსტიტუტში.

1972 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე  „ ჩარჩოვან-თაღური კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდი ზღვრული წონასწორობის მეთოდით, ძალთა გადანაწილების მხედველობაში მიღებით“.

1978 წელს მას მიენიჭა დოცენტის წოდება, ხოლო 2003 წელს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პრǃესǃის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

ბატონი ოთარ ჩაკვეტაძე 1973 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროფესორად. იყო  საინჟინრო დისციპლინათა კათედრის გამგე, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი და რექტორის მრჩეველი. იყო სამხატვრო აკადემიის დიდი საბჭოს წევრი, არქიტექტურის ფაკულტეტის საბჭოს წევრი, დიზაინის ფაკულტეტის საბჭოს თავჯდომარე.  კითხულობს ლექციათა კურს სამშენებლო კონსტრუქციებში. მიღებული აქვს საპატიო სიგელი დამსახურებისათვის.

ოთარ ჩკვეტაძე არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად, იგი არის აგრეთვე საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.  

2008 წლიდან არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების აკადემიკოს მდივნად.
საქართველოს საინჟნრო აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2010-2012 წლების საინჟინრო მოღვაწეობის შედეგების მიხედვით,ოთარ ჩაკვეტაძეს მიენიჭა წლის საუკეთესო ინჟინრის საპატიო წოდება.

ოთარ ჩაკვეტაძე ავტორია 41 სამეცნიერო შრომის. მისი ავტორობით (გ. ჯაფარიძესთან ერთად) 2017 წელს გამოვიდა სახემძღვანელო „სამშენებლო კონსტრუქციები.“

2009 წელს იმყოფებოდა ინგლისში კონფერენციაზე: „არქიტექტორთა და დიზაინერთა კვირეული ლონდონში.“ მიღებული აქვს სათანადო სერთიფიკატი.

გარდა სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობისა, აქტიურად მუშაობს ნაგებობათა დაპროექტებაში კვლევებსა და რეკონსტრუქციაში. მის მიერ შესრულებულია 50 ამდე ობიექტის პროექტირება, კვლ᳥ვა, აღდგენა-რეკონსტრუქცია. ოთარ ჩაკვეტაზე არის პროექტის მთავარი კონსტრუქტორი მ. მესხის სახელობის სტადიონის, პრეზიდენტის სასახლის ავლაბარში, სავაჭრო ცენტრი „თეთრი ქალაქისა“ წერეთლის გამზირზე და სხვ.

ოთარ ჩაკვეტაძის მიერ დამუშავებული პროექტით აშენდა სოფლის მეურნეობის დანიშნულებით 72 ნაგებობა. აღინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სიგელითა და პრემიით.

მისი ხელმძღვანელობით ჩაუტარდა მონიტორინგი თბილისში სამღებროს ქუჩა N5-ში მდებარე „წმინდა გიორგის“ ეკლესიას. იგი არის ავტორი ამ ეკლესიის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტისა.

მისივე ხელმძღვანელობით ჩაუტარდა მონიტორინგი დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 4 სართულიან შენობას.

ამჟამად ოთარ ჩაკვეტაძის მიერ დამუშავებული პროექტის მიხედვით ხდება აღნიშნული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია.

سԹ-ში ოთარ ჩაკვეტაძე არის ინჟინერიის სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა