سԹ

თეიმურაზ ფარცხალაძე

ლ᳥ქტǃები თეიმურაზ ფარცხალაძე

თეიმურაზ ფარცხალაძე

teimurazpartskhaladze@gau.edu.ge

მოწვეული ლექტორი

თეიმურაზ ფარცხალაძე დაიბადა 1964 წელს ქ. ხონში. 1981 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე და 1986 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტი კვანტური რადიოფიზიკის სპეციალობით.

2005-2007 წლებში სწავლობდა გრენობლის ბიზნესის სკოლაში (საფრანგეთი) და მიენიჭა მაგისტრის კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA).

თეიმურაზ ფარცხალაძე ამჟამად არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

თეიმურაზ ფარცხალაძე ამჟამად ხელმძღვანელობს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ქართულ წარმომადგენლობას (Crowe GE LLC).

იგი არის სერტიფიცირებული აუდიტორი და ასევე ბიზნესის და უძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებელი. თეიმურაზ ფარცხალაძე გახლავთ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, გამგეობის წევრი. ასევე, ის გახლავთ საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

თეიმურაზ ფარცხალაძე ლექციებს კითხულობდა და კითხულობს  სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში. 2014 წლიდან, როგორც მოწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

მისი კვლევის ინტერესებია: აუდიტორული საქმიანობის განვითარება საქართველოში, აუდიტის ხარისხის კონტრილი, ბიზნესის შეფასებების თავისებურებანი საქართველოში.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა