سԹ

სალომე ღუდუშაური

კურსჸმთავრ᳥ბული

სალომე ღუდუშაური

სალომე ღუდუშაური

www.bizon.ge - ბიზონი; საკონსულტაციო კომპანია ვიზარდი
თანაჸმფუძნ᳥ბ᳥ლი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2011

„დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) მიმართულებით 2011 წელს. გავხდი ამავე სპეციალობის მაგისტრი 2014-ში.

მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემს პირველ გასაუბრებაზე წავედი. იმ დღეს ჩემი თავის რწმენა გამიასმაგდა - დავინახე, როგორი აღფრთოვანებული მისმენდა ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ფინანსური დირექტორი, როდესაც მის „ჩამჭრელ'' კითხვებს ვპასუხობდი. არ ეგონა, რომ საქართველოში ვინმეს, მითუმეტეს ჩემი ასაკის ადამიანს შეიძლებოდა სცოდნოდა, მაგალითად, რა არის დერივატივები.

ამის მერე იყო სტაჟირებიდან საოპერაციო დირექტორის პოზიციამდე გავლილი სუპერ-საინტერესო, გამოწვევებით და წარმატებებით სავსე პერიოდი, როდესაც ვეზიარე ლიდერობის, გუნდის მართვის, კომუნიკაციის ძირეულ საკითხებს პრაქტიკაში. აქ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის საკუთარი ღირებულებების აღმოჩენა, გააზრება და ყველა რესურსის მიმართვა საბოლოო ხედვისკენ.

იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია დატოვო და შენს ამბიციურ ჩანაფიქრებს გაყვე, საჭიროა გამბედაობა და თავდაჯერებულობა. سԹ-ში მიღებული უნიკალური განათლება ყოველთვის მიმაგრებს ზურგს, ამიტომ თამამად შევძელი სტაბილური სამუშაო ადგილის ნაცვლად საკუთარი ბიზნესის მართვისკენ გადამედგა ნაბიჯი - დღეს კი უკვე ორი კომპანიის პარტნიორი ვარ.

არჩევანის გაკეთების პრივილეგია, ანუ იმის საშუალება, რომ იმუშაო იქ, სადაც გინდა და იმ პირობებით, როგორც შენ გინდა - ეს ის ძვირფასი რამაა, რაც سԹ-მ მაჩუქა და სწავლაში გადახდილ საფასურთან შედარებით ფასდაუდებელი ძღვენია."

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა