سԹ

ცხადდება გაცვლითი პროგრამა degli Studi "G. D'Annunzio" Chieti-Pescara უნივერსიტეტში, იტალია!

კვირა, 10 დეკემბერი, 2023 - ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2023

უნივერსიტ᳥ტი
ელ-ფოსტა
nini.palavandishvili@gau.edu.ge ; ana.zanqaidze@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე,-ში, იტალია. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში)

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სამშენებლო მიმართულების საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 850 ევრო;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 360 ევრო;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან سԹ-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი).
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 18 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Universita degli Studi "G. D'Annunzio" Chieti-Pescara

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ;  ana.zanqaidze@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა