ომბუდსმენის თანამდებობის მეშვეობით სტუდენტთა უფლებების დაცვა (AESOP)
ომბუდსმენის თანამდებობის მეშვეობით სტუდენტთა უფლებების დაცვა (AESOP)
Erasmus +
ჸსრულებული
„ომბუდსმენის თანამდებობის მეშვეობით სტუდენტთა უფლებების დაცვა (AESOP)“ - ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება საქართვ᳥ლოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში.
პროექტი სტუდენტთა ადვოკატირების სფეროში ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებასა და პრაქტიკაზეა დაფუძნებული. იგი გულისხმობს „ნეიტრალური“ (თავისუფალი სხვა სამუშაო ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან ან ინტერესთა კონფლიქტისგან) ომბუდსმენის დაქირავების გავრცელებულ პრაქტიკას, რომელიც მოისმენს სტუდენტების / აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პრობლემებს და შესაბამისი პროცედურების გავლით გადაჭრის მათ სამართლიანი, თანმიმდევრული და ეფექტური გზით.
პროექტის ფარგლებში თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნა ომბუდსმენის ოფისი, რომელიც სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ეს პროექტი გააუმჯობესებს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრირებას და მისცემს სტუდენტებს დემოკრატიულ პროცესებზე წვდომას.
საქართვ᳥ლო
- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU) - პროექტის კოორდინატორი
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (سԹ)
- კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
აზერბაიჯანი
- ხაზარის უნივერსიტეტი (Khazar)
- ნახჩივანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (NSU)
- ნახჩივანის უნივერსიტეტი (NU)
- განჯას სახელმწიფო უნივერსიტეტი (GSU)
უკრაინა
- პოლტავას ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტი (PUET)
- კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი (KNEU)
ევროპელი პარტნიǃები
- ავსტრიის სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი (OASO) - ავსტრია
- ვარშავის უნივერსიტეტი (UW) - პოლონეთი
- ლაკვილას (L'Aquila) უნივერსიტეტი (UNIVAQ) - იტალია
- მინიოს (Minho) უნივერსიტეტი (UM) - პორტუგალია
- იუვასკიულიის უნივერსიტეტი (UJ) - ფინეთი
- მიდლსექსის უნივერსიტეტი (MxU) - დიდი ბრიტანეთი
- აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო (MoE) - აზერბაიჯანი
პროექტის ნომერი: 561640-EPP-1-2015-1-AZ-EPPKA2-CBHE-JP
პროექტის ხანგრძლივობა: 15/10/2016 to 14/10/2019
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ .