سԹ-ში 24 აპრილს დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კომპანია და 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ, წარედგინათ CV და კითხვები კომპანიის საქმიანობაზე დაესვათ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ლანჩი, რომელზეც სტუმრებს سԹ-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი მიესალმა და მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისათვის.
კომპანიების წარმომადგენლებმა سԹ-ს დასაქმების ფორუმი 2015 და سԹ-ს სტუდენტების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მათ მომავალი თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს.
კონკრეტული შედეგები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
سԹ სტუდენტებს წარმატებას, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას უსურვებს!