6 მაისს (2015), سԹ-ს საჯარო ლექციების ციკლის „سԹ-ღე კარი გამოწვევებს'' სტუმარი ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დოქტორი დავით ლეჟავა იყო. საქართველოს საგარეო ვალი, მისი სტრუქტურა და დინამიკა - ამ თემაზე გამართულ ღონისძიებას سԹ-ს ბიზნესისა და სამართლის სკǃების სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა უნივერსიტეტიდან მოსული სტუმრები დაესწრნენ.
დავით ლეჟვამ აუდიტორიას سԹზიარა პრაქტიკული გამოცდილება, ისაუბრა საქართველოს მულტინაციონალურ და ბილატერალურ კრედიტორებზე, მათთან მოლაპარაკების ტექნიკაზე, ვალზე მომსახურების პროცედურასა და ვალის პორტფელის მართვის მეთოდებზე. მოხსენების მეორე ნაწილში კი საგარეო ვალის ფისკალური, მონეტარული და სხვა მაკროეკონომიკური ასპექტები, აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარებაში სახელმწიფოს როლი განიხილა. ბოლოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს შეკითხვებს.
შეხვედრის დასასრულს დავით ლეჟავამ მადლობა გადაუხადა سԹ-ს, რომლის ბიზნესისა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკǃების ათობით კურსდამთავრებული წარმატებით მოღვაწეობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (ცენტრალურ აპარატში, საშემოსავლო სამსახურში, ცენტრალურ ხაზინაში, საბაჟო დეპარტამენტში, რეგიონალურ და ტერიტორიალურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებში).