سԹ-ში წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტოლოგის, რადოსლავ მარკოვსკის სტუმრობა. სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 1-დან 15 აპრილამდე ლექციათა ციკლი ჩაატარა თემაზე „დემოკრატიული გარდაქმნები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“. ციკლში سԹ-ს სტუდენტები და მკვლ᳥ვარები მონაწილეობდნენ. ღონიძიებებში ასევე თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ.
რადოსლავ მარკოვსკის პედაგოგიკური საქმიანობა მოიცავს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), დიუკის უნივერსიტეტში (აშშ), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი). ის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რედაქტორია.