პროექტის „Full Stack AI - პროფესიული კურსი მანქანური დასწავლის და ღრმა დასწავლის სფეროში“ გახსნის ღონისძიება
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2024
2024 წლის 18 ივლისს, სუპერნოვასა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტის პარტნიორობით ჩაატარა პროექტის გახსნის ღონისძიება, შეხვედრი მიზანი იყო პროექტის პრეზენტაცია, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო უნარებზე ინფორმაციის მიწოდება და პროექტის ფარგლებში შემუშავებული კურსის გაცნობა დამსწრეთათვის. დამსწრეთა შორის იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინჟინერიის სკოლის ვიცე დეკანი - სალომე ღუდუშაური და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი - გიორგი თუთბერიძე. ღონისძიებაზე ასევე ხაზი გაესვა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მნიშვნელოვან როლს ICT სექტორის მდგრად განვითარებაში.
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერმა, ასევე سԹ-ს კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა - ანა ჩორგოლაშვილმა მსენელებს გააცნო პროექტი და დაგეგმილი აქტივობები. პროექტის ინდუსტრიის მენეჯერმა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ხელმძღვანელმა - ანასტასია კვინიკაძემ ისაუბრა პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიასა და პროგრამაში ჩართულ ინდუსტრიის პრაქტიკოს ლექტორებზე, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, მონაწილეებს პრაქტიკულ ცოდნასაც გაუზიარებენ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს სუპერნოვასთან თანამშრომლობის შედეგები, რომელმაც AI უნარების პრაქტიკაში გამოყენებას გაუსვა ხაზი.
ღონისძიების ბოლოს გამომსვლელებმა უპასუხეს AI კურსებთან დაკავშირებულ კითხვებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს კურსებზე მსმენელთა ხელმისაწვდომობას და სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შექმნილი კურსები ხელოვნური ინტელექტის სფეროსთვის საჭირო უნარების შესაძენად და რამდენად დაეხმარება აღნიშნული კურსები საქართველოში სექტორის განვითარებას.