4 მაისს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (سԹ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ღია ლექცია თემაზე "ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი".
რა საფრთხეების წინაშე დგას ქართული ენა ციფრულ სამყაროში, რა მიმართულებით მიდის მუშაობა ენის გასაციფრულებლად, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უკვე დასრულებული და მიმდინარე ქვეპროექტები, ადაპტირებული ვინდოუსი ქართულად მოსაუბრე ადამიანებისთვის და ამ ეტაპისთვის მიღწეული შედეგების დემონსტრირება.
ლექციას უძღვებოდნენ:
- კონსტანტინე ფხაკაძე - სტუ ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო - სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, სტუ პროფესორი;
- მერაბ ჩიქვინიძე - სტუ ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლ᳥ვარი, სტუ დოქტორანტი;
- გიორგი ჩიჩუა - სტუ ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მკვლ᳥ვარი, სტუ დოქტორანტი;
- დავით კურცხალია - სტუ ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დამხმარე მკვლ᳥ვარი, თსუ სტუდენტი;