პირველ მაისს سԹ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, სისხლის სამართლის განსაკუთრებულად რთული საქმეები საქართველოს სხვადასხვა სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებმა განიხილეს. ბავშვები სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისის რამდენიმე სკოლიდანაც ჩამოვიდნენ. ნაფიცი მსაჯულები سԹ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ, მოსამართლეების როლს კი سԹ-ს პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ასრულებდნენ. იმიტირებული პროცესები საინტერესოდ, ემოციურად წარიმართა და 22:00 საათამდე გაგრძელდა. ბოლოს სპეციალურმა ჟიურიმ - პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა - საუკეთესო გუნდები გამოავლინეს, რომლებიც ნახევარ ფინალში გადავიდნენ.
سԹ-ს პარტნიორი ამ აქტივობებში კორძაძის საადვოკატო ბიუროა. ყველა მოსწავლეს იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გადაეცემა სიგელი, გამარჯვებული გუნდი კი დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდება.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები سԹ-ში პერმანენტულად გაიმართება. ერთ კვირაში კი საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ევროკავშირის მოდელირება იგეგმება. დაწვრილებით ინფორმაციას ამ თემაზე ისევ აქ, سԹ-ს facebook გვერდზე და საიტზე იხილავთ.