سԹ

London International MUN Conference!

ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

შენი ქმედებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის და გამარჯვებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობები ყველანაირ საზღვრებს სცდება...

პირველად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ისტორიაში, ვიწყებთ ბრიტანეთის ლიდერ საგანმანათლებლო ცენტრებთან პარტნიორობას და შენთვის ბრიტანული შესაძლებლობების შექმნას.

იმისთვის რომ იმოქმედო, გადაწყვიტო და გაიმარჯვო!

2025 წლის იანვარში, سԹ-ს დელეგატები, გაემგზავრებიან ლონდონში, Queen Mary University of London-ში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე!

კონფერენცია გაიმართება: 24-28 იანვარს, 2025!

  • გაეროს მოდელირების კონფერენციაში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის, გაიგოთ მეტი გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების შესახებ.
  • კონფერენციის განმავლობაში შეძლებთ განივითაროთ დებატებისა და მოლაპარაკების უნარები, იმუშაოთ გუნდურად და გამოავლინოთ ლიდერული პოტენციალი.
  • ეს გამოცდილება დაგეხმარებათ მსოფლიოს რეალური გამოწვევების უკეთ გაგებასა და მომავალი კარიერისთვის საჭირო უნარების შეძენაში.

ლონდონი, როგორც მსოფლიოს გამორჩეული ფინანსური და კულტურული ცენტრი, ისტორიისაა და ინოვაციების უნიკალური შერწყმა მოგცემს დამატებით შთაგონებას და შესაძლებლობას ისწავლო, გაიზარდო და დაამყარო საერთაშორისო კავშირები შენს უცხოელ კოლეგებთან.

ლონდონის Queen Mary უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთა შორისაა, რომელიც გამოირჩევა აკადემიური წარმატებებით, მრავალფეროვანებით და საერთაშორისო სტუდენტების მრავალრიცხოვნობით.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, سԹ შეარჩევს 10 ახალგაზრდა ლიდერს!

  • მხოლოდ سԹ-ს სტუდენტ᳥ბისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები:
    პროგრამის საფასური ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტ᳥ბისთვის შეადგენს - 1100 ევროს.
  • ხოლო ყველა სხვა, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის - 1300 ევროს.


ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა, მათ შორის სავიზო მოსაკრებელს და მხარდაჭერას:

  •  პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
  •  ცხოვრებას ლონდონში 4 ღამის/5 დღე განმავლობაში;
  •  ლანჩს და ყავის შესვენებებს კონფერენციის დღეებში;
  •  წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
  •  შიდა ტრანსფერს: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი;
  •  მოწვევას და სავიზო მხარდაჭერას დიდი ბრიტანეთის 6-თვიანი ვიზისთვის;
  •  ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
  •  ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
  •  თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს და სავიზო მოსაკრებელს;

سԹ-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება სკǃების დეკანების მიერ.
რ᳥გისტრაცია მხოლოდ سԹ-ს სტუდენტ᳥ბისთვის:

რ᳥გისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტ᳥ბისთვის: 

საკონტაქტო ინფორმაცია: 577592092

ACT TO WIN!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა