სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია: განათლების სემიოტიკა
პარასკევი, 03 დეკემბერი, 2021
სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია
განათლების სემიოტიკა
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი سԹ;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა;
სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
გიწვევთ
სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენციაზე
11-12 დეკემბერი, 2021 წელი
თემა: განათლების სემიოტიკა
"განათლების პარადიგმის შეცვლით, როდესაც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება აღარ იქნება გაყოფილი და იერარქიულ დამოკიდებულებაში, როდესაც კაცობრიობის მიზანი გახდება არა გაურკვეველი „ბოლომდე შეუცნობელი ჭეშმარიტების შეცნობა“, არამედ, არსებული სამყაროს გამდიდრება და ადამიანის სოციალური ქცევის გაუმჯობესება, კაცობრიობა უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს თანაბარი შესაძლებლობების სამყაროსაკენ.
გიგი თევზაძე „საბოლოო ფილოსოფია“
თანამედროვე ციფრული ეპოქა ცოდნისა და განათლების არსებული მოდელების გადააზრების პრობლემის წინაშე გვაყენებს.
იცვლება სამყარო, კოსმოსი... ევოლუციას განიცდის ადამიანის ცნობიერება და მთელი სიმწვავით დაისმის კითხვები:
- რა არის ცოდნა და განათლება?
- როგორ ურთიერთქმედებს ცოდნა ადამიანზე?
- არსებული განათლების სისტემები უზრუნველყოფენ თუ არა მომავლის ჰარმონიული ადამიანის ფორმირებას?
- როგორ იცვლება განათლების პარადიგმა ციფრულ ეპოქაში?
- და სხვა...
ისევ აქტუალურია რუსთაველის: "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს..." როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა ისე, რომ ეს დებულება განხორციელდეს?
კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” 21-ე ნომერში.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული
კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატით, შეხვედრის ბმული ხელმისაწვდომი იქნება კონფერენციამდე რამდენი დღით ადრე.