ინოვაციური ბიზნესმოდელები და სტრატეგიები პოსტ-პანდემიურ გარემოში
პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს კვლევების სამეცნიერო ცენტრი და კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო და კვლევითი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2024-2025
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ბიზნესის სკოლა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პროექტის აღწერა:
პანდემიის შემდგომ პერიოდში, ბიზნეს მოდელები მნიშვნელოვნად შეიცვალა სხვადასხვა ინდუსტრიაში. ახალი მოთხოვნების, დისტანციური მუშაობის ზრდისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებების ფონზე, ინოვაციური ბიზნეს სტრატეგიებისა და მოდელების შემუშავება აუცილებელი გახდა. პროექტის მიზანია პოსტ-პანდემიური გარემოს გაანალიზება და ინოვაციური ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც გააძლიერებენ საქართველოს ბიზნესის ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობას.
პროექტის მიზნები მოიცავს პოსტ-პანდემიური ბიზნეს გარემოს ანალიზს ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში ძირითადი ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის; ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავებას ახალი მოთხოვნების შესაბამისად; წარმატებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების განხილვასა და შეფასებას; ასევე დაინტერესებული მხარეებისთვის სემინარებისა ორგანიზებას სტრატეგიული მართვის პროცესების გასაუმჯობესებლად.
პროექტის სავარაუდო შედეგები მოიცავს ინოვაციური ბიზნეს მოდელების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას. ტრენინგის მონაწილე ბიზნესებისთვფის ინოვაციური სტრატეგიების დანერგვის პრაქტიკულ გამოცდილების გადაცემას, მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ზრდა და ახალ პოსტ-პანდემიურ გარემოში ადაპტაცია. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ინოვაციებსა და მდგრადობას თანამედროვე გამოწვევების წინაშე.