سԹ

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

საქართველოს ციფრული მეხსიერება

საქართველოს ციფრული მეხსიერება

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

პროექტის ტიპი: სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2019-2022

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: Public Policy Research Institute (PPRI)

პროექტის აღწერა:

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ისტორიის ბოლო 25 წლის მოვლენების შეფასებას სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციოლოგიური და საგანმანათლებლო თვალსაზრისით. პროექტის მიზანია შექმნას ისეთი მულტიმედიური ინტერნეტ-რესურსი, რომელშიც თავმოყრილი, სისტემატიზებული და კატალოგიზებული იქნება სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული 1990-2016 წლების ტრანზიციის ამსახველი ისტორიული მასალა (ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო ფაილები). ინტერნეტ-პლათფორმის სახით შეიქმნება ერთიანი წყარო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.

ციფრული არქივი იქნება პირველი მასშტაბური მცდელობა საქართველოში პოსტსაბჭოთა ტრანზიციის შესახებ სამეცნიერო ძიებანის წარმოდგენის, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოთი დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მკვლ᳥ვარებს მიიღონ ახალი ცონდა და ინფორმაცია სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურის სახით და რაც მთავარია, გაავრცელონ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია.

პროექტი ინტერდისციპლინარული აკადემიური ბუნებისაა და მასში ჩართულნი არიან სამართლის, სოციალური და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებების მკვლ᳥ვარები. პროექტის აკადემიური გუნდის წევრები არიან როგორც გამოცდილი მეცნიერები თუ მკვლ᳥ვარები, ასევე ახალგაზრდა სწავლულები რომლებსაც გააჩნიათ თავიანთ სფეროში მოღვაწეობის მიმზიდველი გამოცდილება და მაღალი დონის კვალიფიკაცია.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა