سԹ

ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კვლ᳥ვა

ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (سԹ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (ინსტიტუტი) – ენა და კულტურა ემსახურება ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის, ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობასა და ამ სფეროთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ენისა და აზროვნების, ენისა და საზოგადოების, ენისა და მენტალიზმის, ენისა და  განათლების მიმართულებებით.  სამეცნიერო კვლევების ინტერესთა სფეროს განეკუთვნება: ქართული ენა და მსოფლიო ენები, ქართული ენა და კავკასიური ენები, ქართული ენა და ინდოევროპული ენები; ენობრივი უნივერსალიები და ტიპოლოგიური კვლ᳥ვა ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ-სინტაქსურ და სემანტიკურ დონეთა გათვალისწინებით; ქართულ და ინგლისურ ენათა  ტიპოლოგიური პარალელები; მონათესავე და ტიპოლოგიურად განსხვავებულ ენათა მოდელირების პრინციპები; ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის პრობლემები და  თარგმანის ხელოვნება.

განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების გაღრმავებას ეთნოფსიქოლოგიური ასპექტის წარმოჩენით, რაც ითვალისწინებს შემდეგი კომპონენტების ანალიზს:

  • ეთნოლინგვისტიკა;
  • ეთნოფსიქოლოგია ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში;
  • ეთნოფსიქოლოგია და სახვითი ხელოვნება;
  • ეთნომუსიკოლოგია;
  • ეთნოფსიქოლოგია და ქართული ხალხური მედიცინა
  • ეთნოფსიქოლოგია და ადათ-წესები;
  • და სხვა.

ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად მიღებული დებულება-თეზისები და საანალიზო-საილუსტრაციო მასალა აქტიურად გამოიყენება სწავლების პროცესში, რაც შემდგომ საფუძვლად უდევს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტთა საკურსო თუ  საბაკალავრო  ნაშრომებს.

ცენტრის ბაზაზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების  სკოლის სტუდენტები.  მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე.

ცენტრი პერიოდულად ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და სემინარებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ცენტრის/ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.

ცენტრი ამზადებს და გამოსცემს პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულს – „ენა და კულტურა“  და  სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალს – „ალმანახი“.


გაეცანით ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრის დებულებას.

თამარ ვაშაკიძე

თამარ ვაშაკიძე

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი

tamarvashakidze@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების და ლიბერალური განათლებისა სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტ...

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების და ლიბერალური განათლებისა სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (1998 წლიდან დღემდე); რუბრიკის – „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ – ავტორი და მონაწილე („ერთსულოვნების“ ეთერი, გადაცემა „განთიადი“); სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა საბჭოს ქართული ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის ქვეკომისიის თავმჯდომარე. 

წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-19 საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „წინავითარების სახელთა წარმოება ქართველურ ენებში“, ხოლო სადოქტორო – „ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში“. არის 140-ამდე ნაშრომის ავტორი, აგრეთვე – არაერთი საკანდიდატოდა სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი თუ ოპონენტი და საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი. 

2011-2012 წლებში მომზადდა სილკნეტის პროექტი „საშინაო სკოლა“, რომელშიც წარმოდგენილია თ. ვაშაკიძის ვიდეოგაკვეთილები: ძველი ქართული ენა; ქართული ენისმორფოლოგია; ქართული ენის სინტაქსი; მონაწილეობს „რადიო-I“-ის (104,6) გადაცემაში „სიტყვა ქართული“; იყო კონსულტანტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემისა „სიტყვების თამაში“ (2014-2015). 

თ. ვაშაკიძე არის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სესიის მასალებისა და „ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ რედაქტორი; „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ რედკოლეგიის წევრი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულის – „ენა და კულტურა“ – რედაქტორი. 

თ. ვაშაკიძე აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში (კონფერენციები, შემოქმედებითი საღამოები, კონკურსები...). 

თ. ვაშაკიძე წერს და თარგმნის ლექსებს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა