سԹ

ინგლისური ფილოლოგია

سԹ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, მყარი პროფესიული ცოდნით, პროფესიული გამოცდილებითა და ლიდერის თვისებებით აღჭურვილი, შრომისმოყვარე, სამოქალაქო თვითშეგნების მქონე, სხვა ერების ტრადიციებისადმი ტოლერანტული, „მსოფლიო საზოგადოების“ ღირსეული წევრის ჩამოყალიბებას.

ინგლისური  ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ძირითად სპეციალობაზე ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა, სტუდენტს სთავაზობს:

  • თანამედროვე გამოწვევებისთვის აუცილებელი, ზოგადი თუ დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობას
  • ფართო განათლებასა და ხარისხიანი სწავლის ეფექტური სტრატეგიების ათვისებას
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების  ჩამოყალიბების შესაძლებლობას

ზემოთ აღნიშნული უნარ-ჩვევების შეძენა ხდება თანამედროვე სწავლის მეთოდიკის საფუძველზე, რომელიც მოისაზრებს, როგორც ვიწრო, ასვე ზოგად საგანმანათლებლო დისციპლინებს.  

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ენის წამყვანი სპეციალისტების (ინგლისური ენის მომავალი მასწავლებლების, მთარგმნელების, თარჯიმნების, მეცნიერების) ჩამოყალიბებას. ამის თქმის საფუძველს იძლევა სწავლების უნიკალური მეთოდიკა, რომელიც დაფუძნებულია, როგორც ზოგადი პროფილის პრაქტიკული ინგლისური ენის, ასევე ვიწრო პროფილური საგნების სწავლებაზე.

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის განხორციელებისას ზოგადი პროფილის პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლება ხდება ეტაპობრივად B 1 - C 1+ დონეებზე, რაც საფუძველს ქმნის, უპირველეს ყოვლისა, კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად პროგრამის ფარგლებში საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) სტანდარტის შესაბამისად - B2(FCE) და  C1/C 1+ (CAE) - ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, ასევე, ისეთი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული საგნების შესასწავლად, როგორიცაა დარგობრივი ინგლისური ენა (ბიზნესი, სამართალი, პოლიტიკა), ლინგისტური თეორიების ისტორია, ტექსტის ინტერპრეტაცია, აკადემიური წერა, თარგმნის თეორია და პრაქტიკა, თეორიული გრამატიკა, ინგლისური ენის ლექსიკოლოგია, ინგლისური ენის სტილისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია, ლიტერატურის ისტორია (ინგლისი, ამერიკა, დასავლეთ ევროპა) და ა. შ.

უნივერსიტეტის მიერ აღიარებული მაღალი აკადემიური სტანდარტის დაცვით, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სტუდენტს გაიზარდოს პიროვნულად, სრულად მოახდინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, უნივერსიტეტში მიღებული პროფესიული ცოდნისა და განათლების წყალობით ჩაერთოს შესაბამისი დარგის განვითარების საქმეში.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

  • ძირითადი სწავლის სფეროსა და თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსები - 156 კრედიტი, რომელშიც გათვალისწინებულია პრაქტიკის კომპონენტი 12 კრედიტის მოცულობით.
  • ძირითადი სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები - 42 კრედიტი, რომელშიც გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტი ან საბაკალავრო ნაშრომის (12 კრედიტი) ან ჯგუფური კვლევითი პროექტის (6 კრედიტი) განხორციელების შემთხვევაში.
  • თავისუფალი არჩევითი კომპონენტის ნაწილი - 42 კრედიტი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

سԹ-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის  საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი. 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა&Բ;ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ელენე სუთიძე

ელენე სუთიძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 557 922 940
(+995 32) 220 65 20 (316)
elenesutidze@gau.edu.ge

სწავლის საფასური 

سԹ-ში ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,600* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტ᳥ბისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 3,600 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


ჸფინანსება 

1. TOP GRANT - სწავლის სრულად ჸფინანსება 

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, سԹ-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე سԹ-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
سԹ-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*



სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა