سԹ-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრმა AHA-ს რიგით მეორე ავტორიზაცია მოიპოვა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი, 2022
ამერიკის გულის ასოციაციამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრს ავტორიზაცია სამი წლით გაუგრძელა.
მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრმა პროცესი, რომელიც მოიცავდა ადმინისტრაციულ შემოწმებასა და კურსის მონიტორინგის წარმატებით გაიარა, რის საფუძველზეც მომდევნო სამი წლით ტრენინგ ცენტრმა მიიღო ავტორიზაცია შემდეგ დისციპლინებში: BLS (Basic Life Support), ACLS (Advanced cardiac life support), PALS (Pediatric advanced life support).